შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კლიმენტი აჩელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოთელია, ახალქალაქის რაიონი. დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით 1965 წელს. 1965-1968 წწ. იყო ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1968-1975 წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ეკონომიკის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1975-1991 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტად, 1991 წლიდან ამავე უნივერსიტეტის კათედრის გამგედ. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.188 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |