The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ჭოლაძე

ლევან ჭოლაძე
Date of birth:9 April, 1978  (46 years)
Category:Diplomat, Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია 2000 წელს; გაიარა ნიდერლანდების სამეფო აკადემიის საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი 2002 წელს; სწავლობდა ლიდსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ქ. იორკის წმ. ჯონის სახელობის კოლეჯში 2003 წელს; ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში (ქ. რომი) 2003 წელს.

1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში; 1998 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში: საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროს იურისკონსულტად; საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს განყოფილების უფროსად; საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროსად; თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთოებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; 2004 წლიდან ეკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობა; 2004 წელს ივნისში დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორად; 2004 წლის 6 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ; 2005 წლის 20 მაისს  საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილედ; 2005 წლის 19 ოქტომბერს დაეკისრა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის მოვალეობა ეროვნული უშიშროების საკითხებში და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულება; 2005 წლის 18 ნოემბერიდან 2005 წლის 23 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობა ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა; 2005 წლის 29 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ; 2007-2008 წწ. იყო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე; 2008-2011 წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 2011-2013 წწ. შპს "იბერია კაპიტალ ინვესტი"-ს დამფუძნებელი / პარტნიორი; 2013-2016 წწ. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორი; 2014 წლის ივნისიდან შრი-ლანკას დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი; არის "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანაავტორი; 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა" და "საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის" შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფებს; სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

Awards and Honors

  • ქ. ტყიბულის საპატიო მოქალაქე
  • ღირსების მედალი

Share: