The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სვანიძე

გიორგი სვანიძე
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, მეწარმე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობისა და კონსტრუქციის ინჟინერინგის ფაკულტეტი 1993 წელს; დენტიონის კოლეჯი (ნიდერლანდები) 1998 წელს; ბერლიცის კოლეჯში ბიზნესკომუნიკაციები (ჩიკაგო, აშშ) 2003 წელს.

მის სახელს უკავშირდება მრავალი წარმატებული პროექტი საქართველოში, ევროპაში, სინგაპურში, ყაზახეთში და ა.შ. საქართველოში მისი საქმიანობა ძირითადად მოიცავს უძრავ ქონებას, სოფლის მეურნეობასა ადა საცალო ვაჭრობის სექტორს. მათ შორისაა ისეთი დასრულებული და მიმდინარე პროექტები, როგორიცაა შატო სვანიძის მეღვინეობა, სვანიძის ზეთისხილის ზეთი, ქინგს გარდენი, კრწანისი ჰილსი, პეტრა სი რეზორტი, შავნაბადა, ნიუ გუდაური, შეიხლენდი, კოლხიდას ველი, ეურო ბილდინგი, გოგირდის აბანოები, მარანი და სხვა.

გ. სვანიძე იყო პირველი, ვინც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა და 2019-2021 წელს საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა, ის არის საქართველო-საუდის ბიზნეს საბჭოს, საქართველო-ინდონეზიის ბიზნეს ასოციაციისა და საქართველო-იაპონიის ბიზნეს ასოციაციების პრეზიდენტი. 2019 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველი და სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრი. 2015 წელს კი პატრიარქის ფონდის "გაამწვანე საქართველოს" თავმჯდომარე. მისი წარმატებული პროექტებისა და სხვადასხვა მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის, მიღებული აქვს ჯილდოები, როგორიცაა საუკეთესო ინვესტორი (ჯორჯიან თაიმსი, 2018), საუკეთესო ბიზნესმენი (ჯორჯიან თაიმსი, 2019), საუკეთესო ინვესტორი ზეთისხილის სექტორში (ბიზნეს თაიმსი, 2019), ოქროსმედალი და პრიზი (პროდექსპო, 2019), დიასპორის სამინისტროს საპატიო მედალი (2015), ოქროს ფრთა და ა.შ. ის აქტიური ფილანტროპია, აშენებული და აღდგენილი აქვს არაერთი ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი, ასევე საცხოვრებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის და გაუცია შემოწირულობა ბავშვთა სახლებისთვის. ასევე, აშენებული აქვს რამდენიმე გასართობი პარკი ბავშვებისთვის. გიორგი სვანიძე იყო პირველი, რომელიც ორჯერ იქნა არჩეული საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტად 2019 და 2020 წლებში, ამჟამად, ის ისევ წარმოადგენს საქართველოს, როგორც ამბასადორი. 2023 წლიდან, გახლავთ ინდონეზიის რესპუბლიკის საპატიო კონსული კახეთში, საქართველოში.

წყარო: გიორგი სვანიძის პირადი გვერდი: georgesvanidze.geმსოფლიო ზეთისხილის  საერთაშორისო ასოციაციის  საიტი: internationaloliveoil.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დიასპორული ბიზნეს ასოციაცია, დამფუძნებელი და პრეზიდენტი (2014-)
  • პატრიარქის ფონდის "გაამწვანე საქართველო", თავმჯდომარე (2015-)
  • საქართველოს ზეთისხილის მეწარმეთა ასოციაცია, თავმჯდომარე (2018-)
  • ჰოლანდიის ქართული დიასპორა, თავმჯდომარე (1996-1997)

გააზიარე: