The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბდულ აზიზ შარიფ

აბდულ აზიზ შარიფ
ოფიციალური სახელი:აბდულ აზიზ შარიფოვი
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1895
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1988  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ნახიჩევანი, აზერბაიჯანი.

დაწყებითი განათლება მშობლიურ ნახჭევანში მიიღო. შემდგომში კი სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გადმოვიდა. თბილისში ცხოვრებისას დაუახლოვდა აზერბაიჯანელ მწერალთა ჯგუფს, ჯ. მამედკულიზადეს, ა. ახვედროვსა და სხვ. 1910 წელს სატირულ ჟურნალში "მოლლა ნასრედდინი" გამოქვეყნდა მისი პირველი ნაწერები. 1915-1917წწ. სწავლობდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. ეწეოდა საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობას. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. 1920 წლის მაისში იყო ბორჩალოს მუსლიმთა ყრილობის თავმჯდომარე, ნ. ჟორდანიასთვის გაგზავნილ წერილში ხოტბას ასხამდა ქართულ დემოკრატიას და მტერთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებდა. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა საქმიანობაში. 1921 წელს დააპატიმრეს 2 წლის ვადით, თუმცა აზერბაიჯანის რევკომის თავმჯდომარის ნარიმანოვის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. 1943 წელს დაამთავრა მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერების აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. რუსულად თარგმნა ახვერდოვის და სხვა აზერბაიჯანელი მწერლების ნაწარმოებები. კარგად ფლობდა ქართულ ენას, აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ე. ნინოშვილისა და ნ. მიწიშვილის მოთხრობები. 1962 წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის ხალხების ლიტერატურისა და ისტორიის შესახებ. აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე. აზერბაიჯანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის "ჰუმეტის" წევრი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.480

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აზერბაიჯანული სოციალ-დემოკრატიული პარტია "ჰუმეტი", წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)

გააზიარე: