The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ბეგიაშვილი

მალხაზ ბეგიაშვილი
დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1969  (54 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1993 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1993-1994 წწ. ხისრის სკოლის მასწავლებელი; 1994-1996 წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1998-1999 წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე კახეთში; 1999-2001 წწ. სიღნაღის რაიონის გამგებელი; 2003-2004 წწ. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული მართვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსი. 2004 წელს საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2007 წწ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 88

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2004)

გააზიარე: