The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ქავთარია

მიხეილ ქავთარია
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 2019  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.  
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს; 1954-1957წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა აკადემიკოს კორნელი კეკელიძის ხელმძღვანელობით.

1958 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელია; 2014 წელს მან პირადი ბიბლიოთეკა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცა, სადაც გაიხსნა მისივე სახელობის კაბინეტი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბესარიონ ორბელაშვილის შემოქმედება", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "XVII-XVIII საუკუნის ქართული ჰიმნოგრაფია", დაიცვა 1960 წელს.

წყარო: artinfo.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.187

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედალი
  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: