The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ბაგრატიონ-დადიანი

ნინო ბაგრატიონ-დადიანი
Legal name:ნინო ბაგრატიონი
Date of birth:15 April, 1772
Date of death:31 May, 1847  (at 75 years)
Burial location:რუსეთი, პეტერბურგი, ალექსანდრე ნეველის ლავრა, წმინდა თევდორეს ეკლესია
Category:Royalty

Biography

ერეკლე II-ის შვილიშვილი და გიორგი XII–ის ასული; ისტორიული წყაროები ოდიშ-ლეჩხუმის დედოფლად მოიხსენიებენ; 1789 წელს მან იქორწინა ოდიშის მთავრ გრიგოლ კაციას ძე დადიანზე; გადედოფლებისთანავე მთავრის ცოლის უფლება-მოვალეობით შეიმოსა; 1790 წელს ერთ-ერთი საბუთის თანახმად, გრიგოლ დადიანმა თანამეცხედრეს "მიუჩინა სადედოფლონი ადგილ-მამულნი, უბოძა თავისდა ნაწილად დედოფლობისად საჭილაო მამული საბატიოს კაცით, აზნაურით, გლეხით, საზღვრით-საზღვრამდე, შესავალ-გამოსავალით... ამასთან ხორგა, იქ მყოფის თავადის შვლიანად, აზნაურ–გლეხიანად"; 1804-1811წწ. სამეგრელოს მართავდა; 1805 წელს მან რუსეთში გაგზვნა დეპუტაცია: დეპუტაციამ ალექსანდრე I-ს საჩუქრად მიართვა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი; 1806 წელს იმპერატორმა ძვირფასი თვლებით შეამკობინა ხატი და დეპუტაციას სამეგრელოში გამოატანა, ასევე მისცა მილიონი რუბლი ხატისთვის ეკლესიის ასაშენებლად; 1811 წელს რუსეთში გაიწვიეს, როგორც ბაგრატოვანთა ოჯახის წარმომადგენელი, სამეფო ოჯახის წევრი. იგი პეტერბურგში ცხოვრობდა, როგორც პატიმარი; 1832 წლის შეთქმულების დროს სამეგრელოს დედოფალი ვორონეჟის მონასტერში იმყოფებოდა; მას ბრალად დასდეს შეთქმულებთან თანამოაზრეობა, მიმოწერა ფილადელფოს კიკნაძესთან; მას სულიერად ამხნევებდა ერთგული მოძღვარი როსტომ იოსელიანი; სიცოცხლის ბოლოს ქალაქ რიაზანში ცხოვრობდა.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: nplg.gov.gefacebook.comკახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.47


Share: