The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლავრენტი ჯანიაშვილი

ლავრენტი ჯანიაშვილი
Date of birth:19 April, 1964  (60 years)
Category:Ethnologist, Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კინოთი, ზესტაფონის რაიონი. 
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1990 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1993 წელს.

1994 წლიდან მუშაობს ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 2006 წლიდან არის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2007 წლიდან არის კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე; გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო პუბლკიკაცია მათ შორის: "Traditional law in the Caucasus, local legal practices in the Georgian lowlands" ed. Stephane Voell, Curupira, (თანაავტორი, 2016), "სოციალური უსაფრთხოების ეთნიკური ასპექტები პოლიეთნიკურ საზოგადოებაში" (თანაავტორი, 2012). ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1999); ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობის ყოფა და კულტურა", დაიცვა 1999 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის ეთნოკულტურული და ეთნოსოციალური პრობლემები", დაიცვა 2006 წელს.

Bibliography


Share: