შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ბერაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ოდესის საზღვაო ფლოტის ინჟინერთა ინსტიტუტი სპეციალობით საწყალოსნო ტრანსპორტის ექსპლუატაცია 1971 წელს; ოდესის საზღვაო ფლოტის ინჟინრების ინსტიტუტი სპეციალობით საწყალოსნო ტრანპორტის ორგანიზაცია და ეკონომიკა 1980 წელს. 1964-1972წწ. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ფლოტის მეზღვაური, სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1972-1974წწ. კომკავშირის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1974-1978წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ცურვის გემებზე კაპიტნის პირველი თანაშემწე; 1978-1981წწ. საზღვაო ნავსადგურის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1981-1985წწ. საქალაქო კომიტეტის მრეწველობის, საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1985-1986წწ. საზღვაო ნავსადგურის უფროსი; 1986-1990წწ. საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1993-1994წწ. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, მინისტრის მრჩეველი; 1994-1995წწ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდიუმის თავმჯდომარე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №70 ფოთის საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №70 ფოთის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 90; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.255 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |