Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიზო ღელეყვა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნატანები, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1971 წლიდან არის ლ. მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო და სატირის თეატრების მსახიობი. თეატრში შესრულებული მნიშვნელოვანი როლები: მიდი-მოადე (არ. სულაკაურის "სალამურას თავგადასავალი", რეჟ. ვ. ნიკოლაძე), ვოვა ვაჩეიშვილი (ლ. მიტროფანოვის "მკვლელობა სადგურზე", რეჟ. თ. მესხი), ილარიონი (ნ. დუმბაძის, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", რეჟ. გ. ქავთარაძე), გირშელი (კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა", რეჟ. გ. ქავთარაძე), აბესალო (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", რეჟ. გ. ქავთარაძე), დათო (ა. სუმბათაშვილ - იუჟინის "ღალატი", რეჟ. მ. ფურცხვანიძე), არზაყან ზვამბაია (კ. გამსახურდიას "ზარები გრიგალში", რეჟ. ი. კაკულია), გიორგი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი", რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი), ჰელიკონი (ა. კამიუს "კალიგულა", რეჟ. ლ. სვანაძე), ფაილი (რ. ნეშის "წვიმია გამყიდველი", რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე), ეფრაიმ ქებოტი (იუჯინ ო’ნილის "სიყვაეული თელებქვეშ", რეჟ. ა. სახამბერიძე), გიორგი მეცამეტე (ჯ. იოსელიანი, "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი", რეჟ. გ. კაპანაძე). გადაღებულია ფილმებში: "ბაკულას ღორები" და "გაქცევა". წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.477; ლ. მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო თეატრი: meskhishvilitheatre.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.54 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |