The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ღლონტი

გიორგი ღლონტი
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 

1994-1995წწ. იყო "იბერიაბანკის" სავალუტო დეპარტამენტის უფროსი; 1995-1996წწ. "თიბისი ჯგუფის" ფინანსური დირექტორი; 1996-1999წწ. "თბილუნივერსალბანკის" დეპარტამენტის დირექტორი; 1999-2003წწ. აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "UBC International"-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; 2003-2005წწ. საქართველოს სახალხო ბანკის დირექტორი; 2005-2008წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი; 2008-2009წწ. მუშაობდა საქართველოს სახალხო ბანკში (ამჟამად "ლიბერთი"), მთავარ აღმასრულებელ დირექტორად; 2009-2013წწ. კი "კორ სტანდარტ ბანკის" (ამჟამად "ტერა ბანკი") მთავარ აღმასრულებელ დირექტორად; 2013-2014წწ. Phoenix Capital-ის მმართველი პარტნიორი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი; 2014 წელს საკაბელო ტელევიზია Super TV-ის აღმასრულებელი დირექტორი; 2014 წლიდან GFTC-ის (SWIFT Service Bureau) არა-აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი; 2018 წლიდან RSM Georgia Management & Consulting-ის მმართველი პარტნიორი; 2018 წლის 31 დეკემბრიდან არის პაშა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, ხოლო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.478; pashabank.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო, წევრი (2005-2008)

გააზიარე: