The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ჩერქეზიშვილი

ივანე ჩერქეზიშვილი
Date of birth:1884
Date of death:22 June, 1938  (at 54 years)
Category:Politician

Biography

უმაღლესი განათლებით ვექილი, თუმცა უცნობია, რომელი სასწავლებელი დაამთავრა.

1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ ერთხანს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებში. 1917 წლის აგვისტოში აირჩიეს "ქართველი ერის ინტერპარტიული ბიუროს" (იგივე ინტერპარტიული საბჭო) წევრად და პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატად. შედიოდა ეროვნული ყრილობის რეგლამენტის შემმუშავებელი კომისიის შემადგენლობაში, რომელშიც ოთხი პარტიის თითო წარმომადგენელი იყო. 1917 წლის 4 ნოემბერს აირჩიეს ამიერკავკასიის "სხვაერების საბჭოებთან" მოსალაპარაკებლად შერჩეული კომისიის წევრად. 1917 წლის 17 ნოემბერს, რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის გახსნამდე, წაიკითხა კომისიის მიერ შემუშავებული ყრილობის რეგლამენტი (დღის წესრიგი). 1917 წლის 22 ნოემბრის შემდეგ იყო ეროვნული ყრილობის მიერ არჩეული ეროვნული საბჭოს წევრი ესერთა პარტიიდან. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის 6 ივნისის სხდომაზე ეროვნულმა საბჭომ შექმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდა ივანე ჩერქეზიშვილი. 1918 წლის 15 ნოემბერს, საზღვარგარეთ წასვლის გამო, მისი ადგილი ეროვნულ საბჭოში დაიკავა მარიამ ჩხეიძემ. საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს დოკუმენტებსა და მასალებში ზოგ შემთხვევაში ერთმანეთშია არეული ივანე ჩერქეზიშვილისა და ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელები. ალბათ ამ გარემოებამ გამოიწვია ის, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ზოგი ავტორი ინტერპარტიული და ეროვნული საბჭოს წევრად შეცდომით ვარლამ ჩერქეზიშვილს მიიჩნევს. ეს უკანასკნელი, ინტერპარტიული საბჭოს სხდომებზე მონაწილეობდა, როგორც სპეციალურად მიწვეული პირი. 1938 წელს ივანე ჩერქეზიშვილი დააპატიმრეს და დახვრიტეს. ბრალად ედებოდა ის, რომ დაპატიმრების დღემდე კ/რ ესერთა ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო. ორგანიზაციამ დანიშნა რწმუნებულად თბილისში. ეწეოდა აქტიურ გადაბირებით და სააგიტაციო საქმიანობას. რეაბილიტირებულია 1956 წელს. ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.496;    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბილიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1917-)

Share: