Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მელიტონ ჩეჩელაშვილი![]()
Biographyგეომეტრიის მასწავლებელი. ასწავლიდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. როგორც პედაგოგს, ასე ახასიათებდა რეალური სასწავლებლის დირექტორი: "მცოდნე და გამოცდილი მასწავლებელია, საქმის ერთგული, კეთილსინდისიერად აღმსრულებელი თავის მოვალეობის, ენერგიით სავსე და დაუღალავი მუშაკი. მან სასურველ ნიადაგზე დააყენა გეომეტრიის სწავლება, მოაწყო ამ საგნის პრაქტიკული მეცადინეობა და სულ ცოტა ხანში თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია". ასწავლიდა სოფელ ჯურყვათსა და ზედა მაღლაკში. უმაღლესი არ დაუმთავრებია, მაგრამ ჩააბარა სხვადასხვა გამოცდა, გაიარა კურსები და 1919 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა ქუთაისის რეალურ სასწავლებელთან არსებულ უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის თვალსაჩინო გეომეტრიის მასწავლებლად. ატარებდა საჩვენებელ გაკვეთილებს და ჰქონდა დიდი ავტორიტეტი პედაგოგთა და მოსწავლეთა შორის. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.496
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |