შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ღონღაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1978წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის სტაჟიორი მკვლევარი; 1987-1988წწ. მეცნიერ–თანამშრომელი, 1988-1999წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1999 წლიდან წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1970-1993წწ. იყო საქართველოსა და ფინეთის აკადემიების ერთობლივი სამეცნიერო პროექტის "ROTA" მუშა ჯგუფის წევრი. 2005-2007წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2008-2012წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. დაცული აქვს საკანდიდატო (1978) და სადოქტორო (1999) დისერტაციები. ფიზიკის ინსტიტუტის მათავარი მეცნიერ თანამშრომელი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.480; google.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |