The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ღონღაძე

ალექსანდრე ღონღაძე
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1978წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის სტაჟიორი მკვლევარი; 1987-1988წწ. მეცნიერთანამშრომელი, 1988-1999წწ. უფროსი მეცნიერთანამშრომელი, 1999 წლიდან წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1970-1993წწ. იყო საქართველოსა და ფინეთის აკადემიების ერთობლივი სამეცნიერო პროექტის "ROTA" მუშა ჯგუფის წევრი. 2005-2007წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2008-2012წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. დაცული აქვს საკანდიდატო (1978) და სადოქტორო (1999) დისერტაციები. ფიზიკის ინსტიტუტის მათავარი მეცნიერ თანამშრომელი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.480; google.ge


გააზიარე: