შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის რჩეულოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტიფლისი. პეტერბურგის ალექსანდრეს სახელობის კადეტთა კორპუსში ჩაირიცხა 1909 წელს; ელექტროტექნიკურ ინსტიტუტშიც ესწრებოდა ლექციებს; საბუნებისმეტყველო სფეროში მიღებულმა კარგმა განათლებამ ხელი შეუწყო მასში გამომგონებლის ნიჭის გაღვივებას; 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კადეტთა კორპუსი შრომის სკოლად გადაკეთდა. 1918 წელს ეს სკოლა დაამთავრა და სწავლა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში განაგრძო. 1918-1920 წწ. სახელოსნოების უფროსის მოვალეობას ასრულებდა და ამავე დროს უძღვებოდა მე-7 არმიის პოლიტგანყოფილების ფოტოკინემატოგრაფიის ბიუროს; ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი გამოგონება – "მოლაპარაკე კინემატოგრაფი". შემონახულია გამოგონების აღწერილობა, რომელიც 1919 წლის 10 დეკემბრითაა დათარიღებული; 1922 წელს რუსეთში დააპატენტა მაგნიტური ჩაწერის სისტემა (1922 г., патент № 3803, СССР), რომლის საშუალებითაც სატელევიზიო სიგნალი იწერებოდა ლითონის მავთულზე, ან ლითონის სხვა საგანზე. ამ მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელი გახდა ვიზუალური ხმოვანი სიგნალების წარმოება და მრავალ მიმღებზე ერთდროული მიღება; 1921-1922წწ. ხელმძღვანელობდა უმაღლესი სამხედრო ავტოსაჯავშნო სკოლის სასწავლო ლაბორატორიას და ასწავლიდა ფიზიკას პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელში; 1927 წლის 15 სექტემბერს დააპატენტა თავის უნიკალური გამოგონება – ვიდეო–მაგნიტური ჩამწერი ხელსაწყო; მისი მნიშვნელოვანი გამოგონებებია – ელექტროლიტური კონდენსატორი, კანიფოლით შევსებული სარჩილავი მავთული, სამხედრო დანიშნულების ელექტრონული მოწყობილობები და ტელევიზიისათვის განკუთვნილი ხელსაწყოები. III რანგის სამხედრო ინჟინერი. წყარო: საინფორმაციო პორტალი: ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |