The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მღებრიშვილი

დავით მღებრიშვილი
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი, დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო) 1995 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა (ხელმძღვანელი მიხეილ თუმანიშვილი) 1997 წელს; კინოსა და ტელევიზიის რეჟისურის ფაკულტეტი (გიორგი შენგელაიას სახელოსნო) 1999 წელს.

2002-2004 სასწავლო წლებში მუშაობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტად; 2007-2009 წწ. მუშაობდა თელავის სახელმწიფო დრამატრული თეატრის მმართველად და სამხატვრო ხელმძღვანელად; 2010 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნოვერსიტეტში, სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტად; 2013-2018 წწ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ხელმძღვანელად. მის მიერ განხორციელებული დადგმები: "დათვი" (ა. ჩეხოვი, თეატრალური ინსტიტუტი, 1992); "მარიანას კაპრიზები" (ა. მიუსსე, თეატრალური ინსტიტუტი, 1993); "ეს თავისუფალი პეპლები" (ლ. გერში, რუსთაველის თეატრი, 1995); "ზაფხულის ღამის სიზმარი" (უ. შექსპირი, "აიეტის" სამედიცინო ინსტიტუტი, 1997); "მისტიფიკატორი" (ი. გარუჩავა პ. ხოტიანოვსკი, გრიბოედოვის თეატრი, 2000); "მარიამ სტიუარტი" (ლ. რაზუმოვსკაია, ქუთაისის სახელმწიფო თეატრი, 2002); "თვითმკვლელი" (ნ. ერდმანი, გრიბოედოვის თეატრი, 2004); "ჩემი მეგობარი ჰიტლერი" (ი. მისიმა, სამეფო უბნის თეატრი, 2006); "ხანუმა" (ა. ცაგარელი, თელავის სახელმწიფო თეატრი, 2007);"თეატრი" (ლ. ბუღაძე, თელავის სახელმწიფო თეატრი, 2008); "ვარსკვლავბიჭუნა" (ო. უალდი, რუსთაველის სახელმწიფო თეატრი, რობერტ სტურუასთან ერთად 2009); "თეატრი" (ლ. ბუღაძე, ჭიათურის სახელმწიფო თეატრი, 2010); "ყვითელი დღეები" (დ. ჯანჯიჩი, ფოთის სახელმწიფო თეატრი, 2011); "აღსარება" (გ. წიკლაური, ფოთის სახელმწიფო თეატრი, 2012); "რომეო და ჯულიეტა" (უ. შექსპირი, თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი, 2012) და სხვ. 

წყარო: ფოთის თეატრის ვებ-გვერდი: potitheatre.com


გააზიარე: