შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ბერიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1959 წელს და ასპირანტურა 1962 წელს. 1962 წლიდან ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1993-1995 წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "11 ოქტომბრი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1996-2000წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციის განყოფილების გამგე; საქართველოში კატეგორიათა თეორიის განვითარების ინიციატორი, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, სამეცნიერო შრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 91; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org; ipress.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |