The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ურუშაძე

რამაზ ურუშაძე
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1939
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 2012  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. 

1955 წელს ფეხბურთის თამაში დაიწყო ლანჩხუთში; გამოდიოდა საქართველოს პირველობის მესამე ჯგუფში მოასპარეზე ლანჩხუთის "განთიადში"; ლანჩხუთის "გურიის" წინამორბედ - "კოლმეურნეში"; 1958 წლიდან მწვრთნელის, ანდრო ჟორდანიას მიწვევით ქუთაისის "ტორპედოს" რიგებში აგრძელებს თამაშს; 1959-1960წწ. თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაშია, სადაც დუბლიორთა მიმდინარე საკავშირო ჩემპიონატის რვა შეხვედრაში გამოდის; 1960-1964წწ. ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავს, რომლის მაისურით პირველი ორი სეზონი (1960/1961) საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობს; თბილისის "დინამოში" გადასვლამდე იგი "ტორპედოს" მაისურით უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 91 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას; იღებს მოწვევას ჯერ საბჭოთა კავშირის ოლიმპიური, ხოლო შემდეგ ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობიდან; შედიოდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში, რომლის რიგებშიც 1964 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა; 1965 წლიდან კვლავ თბილისის "დინამოშია"; "დინამოს" რიგებში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 161 შეხვედრას, ხოლო საკავშირო თასის გათამაშების - 17 მატჩს ატარებს; 121 შეხვედრაში შეინარჩუნა საკუთარი კარი აუღებლად, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში; ამ მაჩვენებლით (2018 წლისათვის არსებული სტატისტიკური მონაცემებით) იგი მე-20 ადგილს იკავებს, როგორც საბჭოთა, ისე, შემდგომი პერიოდის მეკარეთა შორის; ქართველი მეკარეებიდან უფრო მაღალი შედეგი, მხოლოდ ოთარ გაბელიას (130 მატჩი, მე-18 ადგილი) და ანზორ კავაზაშვილს (163 მატჩი, მე-7 ადგილი) აქვთ; ითვლება ქართული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ; 1963 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; ფეხბურთელი, მეკარე, სამგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1967, 1969, 1971), საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1970).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლევ იაშინის სიმბოლური კლუბი, წევრი (1963-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: