The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ბერიძე

თეიმურაზ ბერიძე
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა როსტოვი-დონზე სოფლის მეურნეობის მანქანათმშენებლობის ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის მანქანები, კონსტრუირება და წარმოება 1974 წელს; თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1999 წელს. 

1976-2000 წწ. ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას: 1974-1976 წწ. ამირეჯიბის სახ. მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის კვლევითი ინსტიტუტის კონსტრუქტორი; 1976-1981 წწ. "საქსოფლტექნიკის" მარნეულის სარაიონთაშორისო ბაზის დირექტორის მოადგილე; 1981-1983 წწ. საქართველოს კპ მარნეულის რაიკომის სამრეწველო განყოფილების ინსტრუქტორი; 1983-1989 წწ. საქართველოს კპ მარნეულის რაიკომის საორგანიზაციო გან-ის გამგე; 1989-1991 წწ. საქართველოს კპ მარნეულის რაიკომის მეორე მდივანი; 1991-1993წწ. შპს "ბეგას" დირექტორი; 1993-1995 წწ. მარნეულის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე; 1995-1998 წწ. შპს "ბეგას" დირექტორი; 1998-2000 წწ. მარნეულის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსი, 2000-2004 წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.92

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ალიანსი ახალი საქართველოსთვის", მდივანი (2001-2004)

გააზიარე: