The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ შაბურიშვილი

თამაზ შაბურიშვილი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1989წწ. - ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კარდიოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1989-1994წწ. - თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური ბლოკის ექიმი; 1994-1997წწ. - N2 საავადმყოფოს დიაგნოსტიკური განყოფილების გამგე; 1993 წელს მიენიჭა დოცენტის, ხოლო 2003 წელს პროფესორის წოდება. 1994  წლიდან - თბილისის გულის და სისხლძარღვთა კლინიკის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ინტერესის სფეროები: ინტერვენციული კარდიოლოგია, ელექტროფიზიოლოგია, მინიინვაზიური კარდიოქირურგია. 90 სამეცნიერო პუბლიკაციის და 5 მონოგრაფიის ავტორი, ასევე ავტორია ორი სახელმძღვანელოსი - ელექტროკარდიოგრაფია და ინტერვენციული კარდიოლოგია. ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინაგულთა ელექტროფიზიოლოგია და კინილენტინის, კორდარონის, ეტაციგინის, ოგზიდანის, დელაგილის მოქმედება მოციმციმე არიტმიის პაროქსიგმების მქონე ავადმყოფებში", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის კუმშვადი ფუნქციის შეფასება გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს მკურნალობის შერჩევისა და გამოსავლის პროგნოზირებისათვის", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.492; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.376; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კარდიოლოგიის ასოციაცია, გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: