Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ შაბურიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1987-1989წწ. - ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კარდიოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1989-1994წწ. - თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური ბლოკის ექიმი; 1994-1997წწ. - N2 საავადმყოფოს დიაგნოსტიკური განყოფილების გამგე; 1993 წელს მიენიჭა დოცენტის, ხოლო 2003 წელს პროფესორის წოდება. 1994 წლიდან - თბილისის გულის და სისხლძარღვთა კლინიკის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ინტერესის სფეროები: ინტერვენციული კარდიოლოგია, ელექტროფიზიოლოგია, მინიინვაზიური კარდიოქირურგია. 90 სამეცნიერო პუბლიკაციის და 5 მონოგრაფიის ავტორი, ასევე ავტორია ორი სახელმძღვანელოსი - ელექტროკარდიოგრაფია და ინტერვენციული კარდიოლოგია. ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინაგულთა ელექტროფიზიოლოგია და კინილენტინის, კორდარონის, ეტაციგინის, ოგზიდანის, დელაგილის მოქმედება მოციმციმე არიტმიის პაროქსიგმების მქონე ავადმყოფებში", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის კუმშვადი ფუნქციის შეფასება გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს მკურნალობის შერჩევისა და გამოსავლის პროგნოზირებისათვის", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.492; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.376; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |