შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყვირილა. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა ნაფიც ვექილად. ადრეულ ასაკში შეუერთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. 1918 წლის შემოდგომაზე საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ დაასახელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრად. იყო პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრი, შემდგომ კი კომისიის მდივანი. საარქივო წყაროების თანახმად, აქტიურად მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, ევალებოდა თეორიული მასალების შეგროვება და კომისიისთვის გაცნობა. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა, საკანდიდატო სიაში 31-ე ნომერი იყო. აქვეყნებდა წერილებს ესერთა პარტიულ გაზეთ "შრომაში". 1921 წლის იანვარში სოციალ-რევოლუციონერების მიერ გამოქვეყნებული საკონსტიტუციო პროექტის მთავარი დებულებები სწორედ მისი შემუშავებული იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. თავდაპირველად მუშაობდა სასამართლო უწყებებში, თანამშრომლობდა სოციალ-რევოლუციონურ ჯგუფებთან. შეეწირა საბჭოთა ტერორს, დახვრიტეს. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.503 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |