The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ სოლოღაშვილი

სიმონ სოლოღაშვილი
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1754
გარდაცვ. თარიღი:19 აპრილი, 1820  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლაზარევის სასაფლაო, ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანკტ-პეტერბურგი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1771 წლიდან მსახურობდა სევსკის ქვეითთა პოლკში; ჩერნიგოვის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკში; 1987-1991წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, კერძოდ 1788 წელს იყო ხოტინის გარემოცვის მონაწილე; 1789 წელს წარმოადგინა ჯარებისათვის შეიარაღებისა და ტექნიკის ტრანსპორტირების პროექტი, რომელმაც იმპერატრიცა ეკატერინე-II-ის მოწონება დაიმსახურა, რისთვისაც ვადამდე ადრე პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა და წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს; 1789 წლიდან კავკასიის არმიაში იმყოფებოდა, შემდეგ კი სუმის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკში მსახურობდა; 1796 წლის 16 ივლისს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა; 1797-1798 წწ. სმოლენსკის დრაგუნთა პოლკის ხელმძღვანელი, ლეიბ გვარდიის ჰუსართა პოლკის მეთაური, 1800 წლიდან სენატორი, თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. 

წყარო: მ. გოგიტიძის დისერტაცია -"ქართველი ოფიცრები რუსეთის იმპერიის არმიაში XVIII_XIX სს. დასაწყისში". -თბ., 2006. - გვ.70: dspace.nplg.gov.geru.wikipedia.org; wsofdesert.livejournal.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1809 - წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • 1808 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1802 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1790 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენი

გააზიარე: