შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ იოსებიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი შიგაწვის ძრავების სპეციალობით 1961 წელს. 1961-1963 წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილებისა და ტრაქტორების კათედრის ასპირანტი, 1966-1969 წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1972-1977 წწ. შიგაწვის ძრავების კათედრის დოცენტი; 1977-1981 წწ. ამავე კათედრის გამგე; 1981-1985 წწ. შიგაწვის ძრავებისა და საწვავ-საცხი მასალების კათედრის გამგე; 1985-1990 წწ. ავტომობილების, შიგაწვის ძრავებისა და საწვავ-საცხი მასალების კათედრის გამგე, 1990-1998 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომობილების, შიგაწვის ძრავებისა და საწვავ-საცხი მასალების კათედრის გამგე, 1998 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის კათედრის გამგე. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენლს (ВДНХ) ოქროს მედალი (1985), წლის საუკეთესო ინჟინრის წოდება (2004). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.197; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |