Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თორნიკე აფაქიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯგალი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკური ფაკულტეტი საგზაო-სამშენებლო მანქანებისა და მოწყობილობების სპეციალობით 1978 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ავტოსაწარმოს უფროს მექანიკოსად, ტექნიკუმის პედაგოგად; 1990 წლიდან დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, ქ. თბილისის სარეგისტრაციო-საგამოცდო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ავტომობილების" კათედრაზე ჩაბმული იყო მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში; 1999 წელს სადოქტორო დისერტაციის დაცვის შედეგად მას მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ორ სპეციალობათი - "საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაცია" და "ნავთობის ქიმია". იგი საქართველოში პირველი მეცნიერებათა დოქტორია ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის დარგში. მეცნიერული მუაშობის თემატიკაა ავტომობილების ხანგამძლეობის, საწვავეკონომიურობის და ეკოლოგიურობის ამაღლება ახალი თაობის შემზეთი მასალების კვლევით და დამუშავებით. თანაავტორია აღმოჩენის დონის, "იოსებიძე-ქუთელიას" ეფექტად წოდებული მოვლენისა. იგი მდგომარეობს ხახუნის ზონაში ამორფული ნანოდისპერსული ნახშირბადის გადასვლაში მიკროალმასების ფაზაში, რაც განაპირობებს ასეთი ნახშირბადის შემცველი თხევადი, პლასტიკური და მყარი შემზეთი მასალების უნიკალურ მრავალფუნქციურ ტრიბოლოგიურ მოქმედების მექანიზმს. უკანასკნელი საფუძვლად დაედო ახალი თაობის შემზეთი მასალების მიღების ნანოტექნოლოგიების დამუშავებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საავტომობილო ტრანსპორტის პრობლემათა" სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (1999). წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.198; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.181-182 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |