Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ჩხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი ავტომობილებისა და ტრაქტორების სპეციალობით 1961 წელს. 1961-1965 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში ლაბორანტად, უმცროს და, შემდეგ, უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1965-1968 წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტი; 1968-1990 წწ. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო 1990-1992 წწ. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრად. 1992-2005 წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანი. იგი არის მისი მონაწილეობით შექმნილი იმ ახალი მეცნიერული სკოლის წარმომადგენელი, რომლის მუშაობაც მიძღვნილია ახალი ტიპის საზეთი მასალების დამუშავებითა და გამოყენებით ავტომობილების ხანგამძლეობისა და ეკოლოგიურობის ამაღლების საკითხების კვლევისადმი; თანავტორია აღმოჩენის დონის იმ ტრიბოლოგიური, თვისობრივად ახალი მოვლენისა, რაც დაფიქსირდა მისი თანამონაწილეობით ჩატარებული კვლევებისას. სახელდობრ, ნანოდისპერსული ამორფული ნახშირბადის შემცველი ზეთების არეში მომუშავე ხახუნის ზედაპირებზე წარმოიქმნება მეორადი ზედაპირული შემზეთი შრეები, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა ტიპის ალმასების ნანონაწილაკებს, რაც შემზეთი მასალის უნიკალურ მრავალფუნქციონალურ ტრიბოლოგიურ ეფექტიანობას განაპირობებს. შესაბამისად, დამუშვებული და რეალიზებული იქნა ახალი ნანოტექნოლოგიები მაღალეფექტიანი საავტომობილო თხევადი და პლასტიკური საზეთი მასალების მისაღებად; ასევე მუშაობს ავტომობილების ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე საწვავების ეკოლოგიური თვისებების გავლენისა და მათი ოპტიმიზირების შესაძლებლობის საკითხების თეორიულ-ექსპერიმენტული გამოკვლევის მიმართულებით; იგი მრავალი გამოგონების ავტორია. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.199; aaf.ge; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.294-295; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.112; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.234-235 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |