The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ ბერიძე

ჯემალ ბერიძე
Date of birth:13 August, 1944  (80 years)
Category:Engineer, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1966 წელს და ასპირანტურა 1973 წელს. 

1973 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1973-1982წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის დოცენტი, პარალელურად-კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1982-2009წწ. ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის გამგე, 2009 წლიდან - სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა საქართველოს კანონი კავშირგაბმულობის შესახებ. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "გამოსახულების ციფრული სიგნალების გადაცემა საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელებით", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 93;  წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.288

Member of Organizations

  • კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1995-1999)

Awards and Honors

  • 2013 - ღირსების ორდენი
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის

Share: