შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა ქუთელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1970 წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1967-1970 წწ. იყო ი. ბარდინის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, 1973-1976 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი; 1977-1987 წწ. ამავე ინსტიტუტის ელექტრონული მიკროსკოპიის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი, 1987-1999 წწ. ინსტიტუტის (1990 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სტრუქტურული კვლევის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ხოლო 1993 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური მასალათამცოდნეობის კათედრის გამგე. ავტორია 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის, 35-ზე მეტი პატენტის; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ბოლო 10 წლის მანძილზე შესრულდა 10 საერთაშორისო საგრანტო პროექტი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.200; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.301 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |