The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელგუჯა ქუთელია

ელგუჯა ქუთელია
Date of birth:7 December, 1941  (82 years)
Category:Mathematician, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1964 წელს.  

1964-1970 წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1967-1970 წწ. იყო ი. ბარდინის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, 1973-1976 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი; 1977-1987 წწ. ამავე ინსტიტუტის ელექტრონული მიკროსკოპიის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი, 1987-1999 წწ. ინსტიტუტის (1990 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სტრუქტურული კვლევის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ხოლო 1993 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური მასალათამცოდნეობის კათედრის გამგე. ავტორია 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის, 35-ზე მეტი პატენტის; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ბოლო 10 წლის მანძილზე შესრულდა 10 საერთაშორისო საგრანტო პროექტი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.200; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.301

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    2000 წელს რუსულ ენაზე გამოცემული მონოგრაფიისათვის - "ავტომობილების ხანგამძლეობის, ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის ამაღლება ახალი თაობის ზეთების დამუშავებითა და გამოყენებით"
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის
  • 1986 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: