The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ყიფიანი

გელა ყიფიანი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭრებალო, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მექანიკის სპეციალობით 1982 წელს.

1982-1986 წწ. მუშაობდა ნ. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტად; 1986-1989 წწ. იყო ლენინგრადის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის ასპირანტი; 1987-1988 წწ. ამავე ინსტიტუტის ლითონის კონსტრუქციების კათედრის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1989-1992 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის ასპირანტი, დოცენტი; 1992-1995 წწ. ლენინგრადის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო უნივერსიტეტის ხისა და პლასტმასის კონსტრუქციების კათედრის დოცენტი; 1996-1997 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის დოცენტი და ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს სწავლული მდივანი; 1997-2005 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სამმართველოს უფროსი; 1998-2006 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის პროფესორი; 2005-2006 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის სექტორისუფროსი; 2006-2013 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2013 წლიდან ააიპ "განათლებისა და მეცნიერების პროგრესის" პრეზიდენტი; 2014 წლიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. დოქტორანტურისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო მიმართულებაა თხელკედლიანი სივრცითი სისტემების მდგრადობის საკითხების გამოკვლევა; დამუშვებული აქვს ტეხვებისა და წიბოების მქონე გარსების გაანგარიშების ახალი მეთოდი არაწრფივი დეფორმაციის პირობებში. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ერთიან მეთოდოლოგიურ საფუძველზე გამოკვლეული იქნას დისკრეტული და კონტინუალური სისტემები; ამასთან გათვალისწინებულია არარეგულარობის სხვადასხვა სახეები; გამჭოლი ჭრილით, მართკუთხა ამონაჭრით ან ხვრეტით შესუსტებული სამფენოვანი მართკუთხა ფირფიტისათვის პირველად იქნა ამოხსნილი კრიტიკული მკუმშავი დატვირთვის განსაზღვრის ამოცანა თხელი ფირფიტების თეორიისა და განზოგადებულ ფუნქციათა თეორიის გამოყენებით. შემოთავაზებული მეთოდიკის საფუძველზე შემუშავებული პრაქტიკული რეკომენდაციები ფართოდ იქნა გამოყენებული მშენებლობაში. საქართველოს თხუთმეტი დარგობრივი აკადემიის წევრი; არის 270-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 7 პატენტის, 18 მონოგრაფიისა და 24 სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს და მეთოდური მითითებების ავტორი და თანაავტორი. საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების 40-მდე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მისი ხელმძღვანელობით და კონსულტანტობით დაცულია 24 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. საუკეთესო სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემისთვის მიღებული აქვს 2001 - გამომცემლობა "მესხეთის" პრემია (2001). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998).

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004წწ. -თბ., 2012.-გვ.202; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.288-289; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 262-263

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    2000 წელს რუსულ ენაზე გამოცემული მონოგრაფიისათვის - "ავტომობილების ხანგამძლეობის, ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის ამაღლება ახალი თაობის ზეთების დამუშავებითა და გამოყენებით"
  • 2003 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: