The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ჟოჟიკაშვილი

ვლადიმერ ჟოჟიკაშვილი
დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:2008  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკის ფაკულტეტი სამრეწველო კომპანიების ელექტრონული აღჭურვის სპეციალობით 1949 წელს.

1949-1952 წწ. იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტი; 1952-1959 წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის უმცროს, 1956-1959 წწ. უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1959 წლიდან გარდაცვალებამდე იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის საპატიო მანქანათმშენებელი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.203

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინფორმაციის საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, უცხოელი წევრი (2002-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1986-2001 წლებში შესრულებულ შრომათა ცილკისათვის - "ინფორმაციის რაციონალური განთავსება მსხვილ განაწილებულ ქსელებში"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: