შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე ხომერიკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ელექტრონული გამომთვლელი მანქანების სპეციალობით 1981 წელს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის საპრობლემო ლაბორატორიაში უფროს ლაბორანტად; 1981-1985 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრის ასპირანტი; 1985-1987 წწ. საინჟინრო და ეკონომიკურ გათვლებში გეგმის გამოყენების კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1987-1990 წწ. გამოთვლითი ტექნიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი, ხოლო 1992-1999 წწ. დოცენტი; 1999-2001 წწ. ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; ამავე უნივერსიტეტის ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრის პროფესორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.204 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |