The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინე ხომერიკი

ირინე ხომერიკი
დაბადების თარიღი:1958  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ელექტრონული გამოთვლითი მანქანების სპეციალობით 1981 წელს.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის საპრობლემო ლაბორატორიაში უფროს ლაბორანტად; 1981-1985 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრის ასპირანტი, 1985-1987 წწ. საინჟინრო და ტექნიკურ გათვლებში ეგმ-ის გამოყენების კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1987-1990 წწ. გამოთვლითი ტექნიკის კათედრის ასისტენტი, 1990-1992 წწ. ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი, ხოლო 1992 -1999 წწ. დოცენტი; 1999-2001 წწ. ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 2001 წლიდან იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის საქართველოს რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი, ამავე  უნივერსიტეტის ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრის პროფესორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ. 204

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1986-2001 წლებში შესრულებულ შრომათა ცილკისათვის - "ინფორმაციის რაციონალური განთავსება მსხვილ განაწილებულ ქსელებში"

გააზიარე: