The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ შველიძე

მალხაზ შველიძე
დაბადების თარიღი:30 აპრილი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის განყოფილება. 

1992-1993 წწ. მუშაობდა კერამიკის პედაგოგად ჰერნინგში (დანია); 1979 წლიდან მონაწილებდა გამოფენებში, მისი ძირითადი ნამუშევრებია: შადრევანი, სოჭის მსახიობის სახლი (1989); "მხედრები" (1990); "ადგილის სული" (იტალია, 1992); სერია "მჯდომარე ფიგურები" (1991-1999). მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში: "ახალგაზრდა ქართველი კერამიკოსები" (კაუნასი, 1989), პარიზი, კანი (1990), "ახალგაზრდა ქართველი მხატვრები საფრანგეთში" (გალერეა "მონა ბისმარკი"), "ქართული ხელოვნება" (ვარნა, 1990; რომი, 1992; თბილისის "ივერთბანკი" და გალერეა "ორიენტი", 1996), "თანამედროვე ქართული ხელოვნება" (ბრინდიზი, 1991), კერამიკის (ჰერნინგი, 1993), გალერეა "თბილისი" (1996-1997), გალერეა "ორიენტი" (1998-1999). მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, იტალიის, დანიის, გერმანიის, აშშ, ბულგარეთის, ჰოლანდიის კერძო კოლექციებში. ქართული ლარის სიმბოლოს კონცეფციის ავტორი, მხატვარი-კერამიკოსი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.506

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კულტურის სამინისტროს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანება, წევრი (1990-1993)

გააზიარე: