შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბეციაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კურდღელაური, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1970 წელს. 1969-1999წწ. მუშაობდა პარტიულ და სამეურნეო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 1968-1969წწ. განათლების მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის ბუღალტერი; 1969-1970წწ. საქართველო კპ ცკ-ის საქმეთა მმართველობის თბომეურნეობის ბუღალტერი; 1970-1971წწ. სახბანკის თელავის გაყოფილების საკრედიტო ინსპექტორი; 1972-1975წწ. თელავის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის უფროსი ეკონომისტი; 1975-1976წწ. სახალხო კონტროლის თელავის რაიონული კომიტეტის ინსპექტორი; 1976-1982წწ. საქართველოს კპ თელავის რაიკომის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების ინსპექტორი; 1982-1984წწ. თელავის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე; 1984-1985წწ. თელავის რაიგანყოფილების გამგე; 1985-1991წწ. თელავის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მრჩეველი (1994); 1994-1995წწ. კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ეკონომიკურ დარგში; 1995-1998წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კახეთის მხარეში; კახეთის სამხარეო საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი (1998); 1998-1999წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კახეთის მხარეში. საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის წევრი (1999-2004). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 94 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |