The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბეციაშვილი

გიორგი ბეციაშვილი
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კურდღელაური, თელავის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1970 წელს.

1969-1999წწ. მუშაობდა პარტიულ და სამეურნეო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 1968-1969წწ. განათლების მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის ბუღალტერი; 1969-1970წწ. საქართველო კპ ცკ-ის საქმეთა მმართველობის თბომეურნეობის ბუღალტერი; 1970-1971წწ. სახბანკის თელავის გაყოფილების საკრედიტო ინსპექტორი; 1972-1975წწ. თელავის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის უფროსი ეკონომისტი; 1975-1976წწ. სახალხო კონტროლის თელავის რაიონული კომიტეტის ინსპექტორი; 1976-1982წწ. საქართველოს კპ თელავის რაიკომის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების ინსპექტორი; 1982-1984წწ. თელავის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე; 1984-1985წწ. თელავის რაიგანყოფილების გამგე; 1985-1991წწ. თელავის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მრჩეველი (1994); 1994-1995წწ. კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ეკონომიკურ დარგში; 1995-1998წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კახეთის მხარეში; კახეთის სამხარეო საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი (1998); 1998-1999წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კახეთის მხარეში. საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის წევრი (1999-2004).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 94

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)

გააზიარე: