The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო ხუცურაული

სანდრო ხუცურაული
ოფიციალური სახელი:იოსებ ხუცურაული
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1929  (96 წლის)
კატეგორია:მოქანდაკე, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღულელები, თიანეთის მაზრა. 
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1954 წელს.

აკადემიაში მას ასწავლიდნენ საქართველოს სახვითი ხელოვნების ფუძემდებლები: იაკობ ნიკოლაძე, ნიკოლოზ კანდელაკი, სერგო ქობულაძე, შალვა ამირანაშვილი, ვახტანგ ბერიძე და სხვა; აკადემიის დამთავრებისთანავე მან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა საშუალო სკოლებში, მხატვრული აღზრდის სახლებში, პროფსასწავლებელში, პედაგოგიურ ინსტიტუტში დასწრებულ და დაუსწრებელ განყოფილებებზე, ასწავლიდა დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე; მისი ქანდაკებები ღია სივრცეში დგას როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის მიღმა. საქართველოში მისი ნამუშევრები დაცულია სახელოვნებო და კერძო კოლექციებში. წლების განმავლოაბში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, უკრავს ხალხურ საკრავებზე, წერს ლექსებს. 

წყარო: საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: 1tv.ge/audio


გააზიარე: