The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იუნუს წულუკიძე

იუნუს წულუკიძე
Date of birth:1880
Date of death:1921  (at 41 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლეღვა, ბათუმის ოლქი.

განათლებით იყო სემინარიელი, სწავლობდა სტამბოლში. პროფესიით სოფლის მეურნე.

1918 წელს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით გახდა ეროვნული საბჭოს წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში, მემედ აბაშიძესთან და სხვა მაჰმადიან ქართველებთან ერთად, სათავეში ედგა ბათუმის ოლქის საქართველოს ფარგლებში დაბრუნებისათვის პოლიტიკურ ბრძოლას. 1919 წელს მონაწილეობა მიიღო "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" შექმნაში. დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ბიოგრაფიული ცნობები არ მოიძებნება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაიღუპა 1920-იან წლებში სარკინიგზო ინციდენტის შედეგად. სოციალ-დემოკრატი, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.523

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)

Share: