The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ჭაბუკიანი

პეტრე ჭაბუკიანი
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1889
გარდაცვ. თარიღი:1982  (92 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სათაფლიის ნაკრძალი, ქუთაისი
კატეგორია:გეოგრაფი, ისტორიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1918-1921წწ. პედაგოგიურ სარბიელზე მოღვაწეობდა. ხაშურის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიებში 1919 წლის სექტემბერში ის გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა. მის შესახებ გიმნაზიის დირექტორი შ. მხეიძე წერდა: "პეტრე ჭაბუკიანი არის მეტად ბეჯითი და შესაფერისად მომზადებული მასწავლებელი: ის სახელოვნად შრომობს ხაშურის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების მოზარდ თაობის სწავლა-განათლების საქმისათვის". პეტრე ჭაბუკიანი დერპტის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს, სადაც ტყვედ ჩავარდა და განათლების ცენზის აღმნიშვნელი საბუთები დაკარგა, რის გამოც მას დაბრკოლებები შეექმნა პედაგოგის შტატში ჩარიცხვისას. თუმცა განათლების სამინისტრომ მხედველობაში მიიღო მისი წერილობითი განცხადება ამის თაობაზე და მასწავლებლის სრული განაკვეთი მისცა. ქართველი მხარეთმცოდნე, პედაგოგი, ისტორიული და ბუნების ძეგლების დამცველი, კარსტულ მღვიმეთა მკვლევარი. მის სახელს უკავშირდება საქართველოში, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის მღვიმეების აღმოჩენა, მათი შესწავლა და შემდგომი პოპულარიზაცია.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.525

ბიბლიოგრაფია

  • სათაფლია : ნარკვევი კარსტულ გამოქვაბულზე და დინოზავრთა ნაკვალევზე (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1960. - 24გვ.

გააზიარე: