Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ქუთათელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1948 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შრომა ჭიათურის მაღაროებზე დაიწყო; მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ასისტენტის თანამდებობიდან სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარებისა და ტრანსპორტის კათედრის სრული პროფესორის თანამდებობამდე. ა. ქუთათელაძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონებისა და რამდენიმე ორიგინალური სახელმძღვანელოს ავტორია, რომლებიც პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. იყო სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი, "სამთო ჟურნალის" სარედაქციო კოლეგიის წევრი და ა.შ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და მედლები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1980). სამთო ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაღაროს ტურბოკომპრესორების მუშაობის არამდგრადი პროცესების კვლევა და მათი თავიდან აცილების საშუალებები", დაიცვა 1989 წელს სვერდლოვსკის (რუსეთი) სამთო ინსტიტუტში. წყარო: სამთო ჟურნალი.-თბ., 2010.-N2(25).- გვ.88 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |