The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანული ბიჭიაშვილი-ყავლაშვილი

ნანული ბიჭიაშვილი-ყავლაშვილი
ოფიციალური სახელი:ნანული ბიჭიაშვილი
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპეციალობით აღმოსავლური ენები და ლიტერატურა 1964 წელს და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1958-1959წწ. და1964-1966წწ. თბილისის მე-5 პროფტექნიკური სასწავლებლის მასწავლებელი; 1966-1969წწ. სამგორის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის საბავშვო ბაღის გამგე; 1969-1970წწ. კომკავშირის თბილისის ქალაქკომის ინსტრუქტორი; 1970-1975წწ. კიროვის რაიონის კომკავშირის რაიკომის მდივანი; 1975-1986წწ. კიროვის რაიკომის პროპაგანდის განყოფილების გამგე, რაიკომის მდივანი; პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი (1987); 1987-1991წწ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე; 1995-1999წწ. ისნის რ-ს გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.  პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 95

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)

გააზიარე: