The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ აღუშაშვილი

Other name:ანტონ მღვდელი
Date of birth:18??
Date of death:1859
Category:Religious leader

Biography

აღიზარდა ახალციხელ სომეხ კათოლიკეთა გავლენით. სწავლა კონსტანტინოპოლში მიიღო, იქვე ეკურთხა მღვდლად.  მსახურობდა კონსტანტინოპოლში, ართვინში, ახალციხის მაზრის სოფლებში, ქუთაისსა და გორში. 1826 წელს სომეხი სამღვდელოების წყალობით ოსმალთა მთავრობის მიერ დევნილ მოძღვართა შორის ანტონ აღუშაშვილიც ჩავარდა ტყვედ, რადგან ძალას ატანდნენ-გრიგორიანობას დაუკავშირდიო. ქართული მწიგნობრობის მოყვარული იყო, თუმცა სომეხი სამღვდელოების გავლენით აღიზარდა, თავის ვინაობას არ კარგავდა. სომხურიდან ქართულად თარგმნა "ლოცვები დღიურად" ნერსეს სომეხთა კათალიკოსისა, "ლოცვები დღიურად" (ვრცელი წიგნი) და სხვ. თავისი დროის შესანიშნავ მოძღვრად ითვლებოდა. ქართველი კათოლიკე, მწიგნობარ-მოძღვარი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.239


Share: