The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ შურღაია

ზურაბ შურღაია
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1973 წელს; მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აზია აფრიკის ინსტიტუტი 1980 წელს.

1973-1977წწ. მუშაობდა სსრკ გზათა მიმოსვლის სამინისტროში; 1980-1981 წწ; 1982-1985 წწ. იყო სსრკ საელჩოს ეკონომიკური მრჩევლის აპარატის ექსპერტი იორდანიასა და სირიაში; 1986-1990 წწ. პარტიული და სამეურნეო ორგანიზაციების ხელმძღვანელი; 1990-1995 წწ. სახელმწიფო კონცერნ "ვარძიის" ვიცე-პრეზიდენტი; 1996-1998 წწ. კომპანია "ექსი-მეტალის" გენერალური დირექტორი; 1998-2000 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემების სამმართველოს უფროსი; 2000-2004წწ. საქართველოს "ნავთობისა და გაზის კორპორაციის"  ვიცე-პრეზიდენტი; 2009-2010წწ. ყაზახური აქტივის "ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის მოადგილე-ბათუმის საზღვაო პორტის დირექტორი; 2004-2009 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2011-2012წწ. კომპანია "რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორის მრჩეველი; 2012-2018წწ. ბათუმის საზღვაო პორტისა და ნავთობტრემინალის ყაზახური აქტივების მმართველი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.509; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.169


გააზიარე: