The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ აღნიაშვილი

Other name:ნ. ა.  (Pseudonym)
ნიკო ხუციშვილი  (Pseudonym)
Date of birth:19 February, 1935  (90 years)
Date of death:15 May, 1935
Category:Writer, Journalist

Biography

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1893 წელს; ნანსის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი 1898 წელს.

მუშაობდა ქ. ლაიპციგის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლაბორატორიაში (1899); 1900-1915 წწ. მსახურობდა აგრონომად, იმავე დროს ფრანგული, ინგლისური, გერმანული, იტალიური ენების თარჯიმნად ბათუმის საბაჟოში. მონაწილეობდა საზოგადოებრივ-კულტურულ,  პოლიტიკურ და რევოლუციურ მოძრაობაში. იყო რსდმპ ბათუმის ორგანიზაციის აქტიური წევრი. მასთან თავს აფარებდნენ მთავრობისაგან დევნილები. ნ. აღნიაშვილი მათ საზღვარგარეთ გასვლას ყოველმხრივ ხელს უწყობდა, გადაარჩინა სათათბიროს წევრი გურესი, ლადო დარჩიაშვილი, სამსონ უალაძე, ნამორაძე, თედო სახოკია და სხვ. 1905 წელს საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი არალეგალური ლიტერატურა, როგორც საბაჟოს მოხელემ უცხოეთის გემიდან უხიფათოდ გადმოიტანა. იგი რსდმპ ბათუმის ორგანიზაციის "წითელი ჯვრის" საიდუმლო სალაროს განაგებდა. 1908 წლიდან ბათუმში დაარსებულ სახალხო უნივერსიტეტში მუშებს უსასყიდლოდ უკითხავდა ლექციებს საბუნებისმეტყველო საგნებში. იყო ბათუმის სამომხმარებლო საზოგადოების თავმჯდომარე (1915-1929, არჩევით), სასურსათო კომიტეტის თავმჯდომარე (1917-1918), ქალაქის ხმოსანი (1915-1922), გიმნაზიის პედსაბჭოს წევრი და სხვ. სამწერლო ასპარეზზე 1893 წელს გამოვიდა. 1922 წლიდან სხვადასხვა გაზეთების ("მიწის მუშა", "ახალი სოფელი", "კოლექტივიზაცია" იგივე "სასოფლო გაზეთ") რედაქციებში სასოფლო-სამეურნეო განყოფილებას, აგროცოდნის გავრცელებას ხელმძღვანელობდა, რედაქტორობდა ყოველთვიურ ჟურნალ "ახალ სოფელს", თანამშრომლობდა გაზეთებთან: "მოჯამაგირის ხმა" და "სასოფლო მეურნეობის მუშა", "ტექნიკა და შრომა"(1929-1931), თურქულ გაზეთთან "იენი ქენდი" და ჟურნალ "შარქი კოლხოზსჩი" ("აღმოსავლეთის კოლმეურნე"). წერდა სასოფლო-სამეურნეო აგრონომიისა და კოოპერაციის საკითხების შესახებ. 1925 წლიდან რადიოთი გადაიცემოდა მისი საუბრები აგრონომიის შესახებ. სატელეგრაფო სააგენტოში სამსახურის დროს პრესბიუროში თანამშრომლობდა, წერდა "Закавказские сельское хозяйство"-ში და სხვ. ინჟინერ-მთამსვლელის ატო აღნიაშვილის მამა. აგრონომი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.236

Bibliography


Share: