The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ჩალაგაშვილი

გურამ ჩალაგაშვილი
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1999 წელს.

1998-2005წწ. იყო მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "მომავლის სახლის" სოციოლოგი; 2001-2003 წწ. "საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის" ლაბორანტი; 2001-2003 წწ. შპს "ახალი სადაზღვეო კომპანიის" იურიდიული განყოფილების უფროსი; 2003-2005 წწ. "საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის" უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003-2006 წწ. "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის" იურისტი; 2004 წელს მონაწილეობდა "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ" კანონის შექმნაში; 2006-2007 წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე; 2007-2013 წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე. აკადემიური დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "მიწისქვეშა გაზსაცავების, როგორც ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირება".

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.512; გურიის მოამბე: guriismoambe.com


გააზიარე: