შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჩანტლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტი 1995 წელს; ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა; მიღებული აქვს Pricewaterhouse Coopers Experience-ის სერტიფიკატი (ლონდონი, 2001), შ. მაიკლ პიკოკის სტიპენდიანტი (1999-2000). 1993-1994 წწ. იყო პრივატიზაციის სპეციალური საინვესტიციო ფონდის მმართველი; 1994-1996 წწ. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფასიანი ქაღალდების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი; 1996 წლიდან საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი; 1996-1999 წწ. თანაშემწე კომერციის საკითხებში (აშშ საელჩო თბილისში); 2001-2003 წწ. სავალუტო გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი (TTT Money Corp Ltd. ლონდონი); 2004-2005 წწ. იბერია ბიზნეს ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი; 2005 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე. არის მრავალი ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის: ინგლისურ-ქართული ბიზნესის განმარტებითი ლექსიკონი (1994), "Privatization in Georgia" (1995), "Country into Transition - Gergia" (1996), "Georgia on its Way to the Market Oriented Economy" (1997), "Automotive Market Analyses in Georgia" (1997), "Understanding Taxes in Georgia" (1998), "Tea Industry in Georgia", "Georgia Wine Sector Overview". სახალხო ფრონტთან არსებული ახაგაზრდა ეკონომისტთა (1992-1994) და იურისტთა (2006) კავშირების წევრი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.512 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |