The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ჯავრიშვილი

კონსტანტინე ჯავრიშვილი
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1886  (138 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1905 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1905 წელს შევიდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში და მის სამხედრო ორგანიზაციაში. 1906 წელს დააპატიმრეს და, თბილისის სამოსამართლო პალატის გადაწყვეტილებით, გადაასახლეს ციმბირში, თუმცა, ეტაპით მგზავრობის დროს გამოიქცა და არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა. მუშაობდა და რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა კასპიის ზღვის სავაჭრო ფლოტის მეზღვაურთა შორის, რომლებმაც პროფკავშირის და მისი ბეჭდვითი ორგანოს რედაქტორად აირჩიეს. 1908 წელს საფრანგეთში გაიხიზნა და პარიზის უნივერსიტეტში ისტორიასა და სოციოლოგიაში ლექციებს ისმენდა. 1911 წელს ბაქოში განაგრძობდა პარტიულ მუშაობას, თანამშრომლობდა ადგილობრივ პრესასთან. 1912-1914წწ. კვლავ დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, სადაც კრასნოიარსკის და ენისეის ციხეებში იხდიდა სასჯელს. ხელმეორე გადასახლების დროს მუშაობდა ენისეის გუბერნიის მინუსინის მაზრასა და მინუსინსკში, კოოპერატიულ სფეროში. 1917 წლის თებერვლის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ, ერთხანს იყო ესერთა პარტიის წარმომადგენელი ენისეის გუბერნიის "თავდაცვის კომიტეტში", შემდეგ პეტროგრადში მუშაობდა მთავარ საადგილმამულო კომიტეტში. ამავე დროს იყო გლეხთა დეპუტატების საბჭოსთან არსებული "ბეჭდვითი კაბინეტის" წევრი-რედაქტორი, რომელსაც თავმჯდომარეობდა რუს ესერთა ცნობილი ლიდერი ქალი ბრეშკო-ბრეშკოვსკაია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იყო ესერთა პარტიული ორგანოს "Дело народа"-ს რედაქტორი. 1917 წლის ნოემბერში შემდგარ პირველ ეროვნულ ყრილობაზე კონსტანტინე ჯავრიშვილი ეროვნული საბჭოს წევრად დასახელდა და მის შემადგენლობაში შედიოდა ამ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ამოწურვამდე, როგორც წარმომადგენელი ესერთა პარტიისა, რომელიც თავდაპირველად არ იყო ოფიციალურად გამოყოფილი რუსეთის ესერთა პარტიისაგან და დამოუკიდებელ ქართულ პარტიად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაფორმდა.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.541-542

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1917-)

გააზიარე: