The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არშაკ ჯამალიანი

არშაკ ჯამალიანი
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:1940  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. განჯა, აზერბაიჯანი.

დაამთავრა ეჩმიაძინის სემინარია. სოციალურ მეცნიერებებს სწავლობდა გერმანიაში.

სტუდენტობის პერიოდში ჩამოაყალიბა "ევროპის სომეხ სტუდენტთა კავშირი". გამოსცემდა პერიოდულ გამოცემას "უსანოხ". 1909 წელს დაბრუნდა ამიერკავკასიაში. ასწავლიდა თბილისის ნერსიანის სკოლაში. თბილისში გამოსცემდა სომხურ გაზეთ "ჰორიზონს". 1917 წელს შეუერთდა დაშნაკცუითუნის პარტიას, ამავე წელს დასახელებულ იქნა სომხეთის ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წელს შედიოდა ამიერკავკასიის სეიმის შემადგენლობაში, 1918 წელს შედიოდა გერმანიაში გაგზავნილ სომხეთის ეროვნული საბჭოს დელეგაციაში. 1918 წლის ივლისში არშაკ ჯამალიანი საქართველოში სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა. როგორც სომხეთის წარმომადგენლმა, 1918 წლის სექტემბერში თბილისში მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის ამიერკავკასიის ბონების გამოყენების შესახებ მოლაპარაკებებში. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის დროს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საპროტესტო ნოტა გადასცა ელჩ ჯამალიანს და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა მოსთხოვა. 1920 წლის გაზაფხულზე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლად, ჯამალიანის ნაცვლად, ტიგრან ბეკზადიანი დაინიშნა. 1920 წლის აპრილ-ნოემბერში ჯამალიანი იკავებდა სომხეთის კომუნიკაციების მინისტრის პოსტს. 1920 წლის აგვისტოში თბილისში ხელი მოაწერა საბჭოთა რუსეთსა და სომხეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. საბჭოთა რუსეთის მიერ სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. 1928 წელს ემიგრაციაში გამოსცა წიგნი "სომხეთ-საქართველოს პრობლემა". სომეხი პოლიტიკოსი და დიპლომატი. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი თბილისში.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.542


გააზიარე: