Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არშაკ ჯამალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. განჯა, აზერბაიჯანი. დაამთავრა ეჩმიაძინის სემინარია. სოციალურ მეცნიერებებს სწავლობდა გერმანიაში. სტუდენტობის პერიოდში ჩამოაყალიბა "ევროპის სომეხ სტუდენტთა კავშირი". გამოსცემდა პერიოდულ გამოცემას "უსანოხ". 1909 წელს დაბრუნდა ამიერკავკასიაში. ასწავლიდა თბილისის ნერსიანის სკოლაში. თბილისში გამოსცემდა სომხურ გაზეთ "ჰორიზონს". 1917 წელს შეუერთდა დაშნაკცუითუნის პარტიას, ამავე წელს დასახელებულ იქნა სომხეთის ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წელს შედიოდა ამიერკავკასიის სეიმის შემადგენლობაში, 1918 წელს შედიოდა გერმანიაში გაგზავნილ სომხეთის ეროვნული საბჭოს დელეგაციაში. 1918 წლის ივლისში არშაკ ჯამალიანი საქართველოში სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა. როგორც სომხეთის წარმომადგენლმა, 1918 წლის სექტემბერში თბილისში მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის ამიერკავკასიის ბონების გამოყენების შესახებ მოლაპარაკებებში. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის დროს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საპროტესტო ნოტა გადასცა ელჩ ჯამალიანს და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა მოსთხოვა. 1920 წლის გაზაფხულზე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლად, ჯამალიანის ნაცვლად, ტიგრან ბეკზადიანი დაინიშნა. 1920 წლის აპრილ-ნოემბერში ჯამალიანი იკავებდა სომხეთის კომუნიკაციების მინისტრის პოსტს. 1920 წლის აგვისტოში თბილისში ხელი მოაწერა საბჭოთა რუსეთსა და სომხეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. საბჭოთა რუსეთის მიერ სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. 1928 წელს ემიგრაციაში გამოსცა წიგნი "სომხეთ-საქართველოს პრობლემა". სომეხი პოლიტიკოსი და დიპლომატი. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი თბილისში. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.542
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |